ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრილიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საქართველოს საჩუქრად კორონავირუსის საწინააღმდეგო 15 000 ვაქცინას გადასცემენ. ლიეტუვა ვაქცინებს ჯამში 3 ქვეყანას აჩუქებს.

 "ლეტუვამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით - 100 000 ვაქცინა, საქართველო - 15 000 ვაქცინა, მოლდოვა - 11 000 ვაქცინა. პატარა ნაბიჯია ლიეტუვისგან, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროპაში შემოგვიერთდებიან ამ სოლიდარობაში უფრო მეტისთვის", - წერს ის.

ინფორმაცია, თუ რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო მეგობარი ქვეყნისგან, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი