"დამნაშავე არ ვარ" - მეირბეკოვი ბრალს არ აღიარებს, აიტპაევას ოჯახი მის ექსტრადირებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მურად მეირბეკოვი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურების გამო დაუსწრებლად წარუდგინა, ბრალს არ აღიარებს. როგორც მეირბეკოვმა "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, ის დამნაშავე არ არის.

"მე ამ საქმეში დამნაშავე არ ვარ, პოლიცია გამოძიებას ატარებს, მე არ გამიუპატირებია აისელი, ბესოსთან საცხოვრებლად რატომ გადავიდა არ ვიცი. მე არ ვარ დამნაშავე მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ ვერაფერს გეტყვით", - ამბობს მეირბეკოვი.

რაც შეეხება ასელ აიპტაევას ოჯახს, ისინი მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირებას და ქართული მხარის მიერ გასამართლებას ითოხვენ.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო გაუპატიურება, რომელსაც ჩემი დის სიკვდილი მოჰყვა, მინდა, რომ მურადმა მაქსიმალური სასჯელი მიიღოს. არამხოლოდ გაუპატიურების, არამედ მკვლელობისთვისაც თუ ის დამნაშავეა, მადლობელი ვართ ქართული მხარის, ოჯახი ისევ ითხოვს, რომ მეირბეკოვი საქართველოში ჩამოიყვანონ და სწორედ ქართულმა მხარემ გაასამართლოს", - ამბობს ასელ აიპტაევას და აინა აიპტაევა.

მურად მირბეკოვს პროკურატურამ დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, საგამოძიებო უწყების ცნობით, აისელ აიტპაევაზე  მისსავე  ნათესავმა მურად მიერბეკოვმა რუსთავში 2-ჯერ იძალადა. 

ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ირკვევა, რომ აისელია აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი