
"მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით. ბოლო დღეს ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამიზნეებზე. „ჰამასი“ ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. "ჰამასის" ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ გაიქცნენ. ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ და ასე გავაგრძელებთ. ისინი თავს დაგვესხნენ ჩვენს დღესასწაულზე, ისინი თავს დაესხნენ ჩვენ დედაქალაქს, მათ რაკეტები დაუშინეს ჩვენს ქალაქებს. ისინი იხდიან და კვლავაც გადაიხდიან მძიმე საფასურს ამისთვის. ეს ჯერ არ მორჩენილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება აღვადგინოთ ჩვენს ქალაქებში და მოქალაქეებისთვის“.
- ამბობს ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.