თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში, ეს იქნება მხოლოდ მისი პრობლემა - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ ყველა პარტია ვალდებულია, ამომრჩევლის ნების მიხედვით, პარლამენტში შევიდეს.

საქართველოს მოსახლეობამ 2020 წლის არჩევნებში მისცა ხმა 9 პარტიას და მე ვთვლი, რომ ცხრავე პარტია არის ვალდებული, წარმოდგენილი იყოს პარლამენტში. და ვალდებულია თავიანთი ამომრჩევლის ხმა ისმოდეს პარლამენტის ტრიბუნიდან. ეს არის ჩემი მოსაზრება, ამას ვამბობდი ყოველთვის და კიდევ ერტხელ მოვუწოდებ მათ შეცვალონ აზრი და მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში. თითოეული ადამიანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშნელოვანი რომელიც უნდა ისმოდეს ჩვენს პარლამენტში, - ამბობს კუჭავა. 

პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე და ამჟამად ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ თუ ენმ პარლამენტში არ შევა, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იქნება. 

ჩვენმა თანაგუნდელებმა ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში დაბრუნებულიყო. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში... თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში, ეს იქნება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა. მაგრამ, რა საკვირველია ოპოზიციაზე მას არ აქვს მონოპოლია. მთავარია რომ პოლიტიკური შანტაჟი უკვე დასრულდა, - ამბობს თალაკვაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი