დეზინფორმაცია და ფეიკნიუსი - ასე ეხმაურება საქართველოს მთავრობა "მთავარი არხის" ეთერში გასულ ინფორმაციას, რომ "ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილის "აღმშენებლობის" დაპირება შეაჩერა.
გვსურს გამოვეხმაუროთ მორიგ დეზინფორმაცის და ფეიკნიუსს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ უპრეცედენტო პროექტის "განახლებული რეგიონები" დისკრედიტაციას ემსახურება. კონკრეტული მედიასაშუალები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას ჩაშლილ ტენდერებზე და თითქოსდა პროგრამაში არსებულ კორუფციულ სქემებზე. დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განმარტა, რომ
სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ ერთი მუხლი დაზუსტდა, 15-დან ათი ტენდერი ჩვეულებრივ გრძელდება, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ხოლო 5 ტენდერის შემთხვევაში მიმდინარე სტატუსიდან გამომდინარე, დაზუსტება ვეღარ მოხდებოდა, ამიტომ, ეს 5 ტენდერი შეწყდა და უკვე გასწორებული რედაქციით გამოცხადდება თავიდან.
ამის მიუხედავად, აღნიშნული მედიასაშუალებები აგრძელებდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას თითქოსდა ჩაშლილი ტენდერების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას ითვალისწინებს.
პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომები უკვე გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონში და შეირჩა მუნიციპალიტეტებში განსავითარებელი არეალები, - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: