
"ქართული ოცნება" თამარ ჟვანიას დასაცავად ერთიანდება - უკვე რამდენიმე დღეა მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ თამარ ჟვანია მათი მხრიდან ბულინგის მსხვერპლია:
აღვირახსნილი კამპანია, რომელიც ოპოზიციამ აწარმოა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ და განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები , რომლებიც გაყალბებული არჩევნების ცესკოში შემოქმედები იყვნენ, სულ მცირე მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისას, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩევნების და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო" აცხადებს "ოცნების" დეპუტატი ქადაგიშვილი.
ამავე თემაზე:
თამარ ჟვანიასთან ბოდიში ბევრს აქვს მოსახდელი, ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა - პაპუაშვილი