სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა - ასელ აიტპაევას საქმე

გამოქვეყნდა:

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მურად მეირბეკოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურამ მეირბეკვს ბრალი 14 მაისს დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროცედურულად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

აიტპევას ოჯახი მიიჩნევს, რომ მეირბეკოვმა ასელ აიტპაევა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, გააუპატიურა, გაყიდა და მოკლა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი ტრეფიკინგის მუხლი დაემატოს.

ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. 14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი