იმიტომ რომ ვიღაც ითხოვს ვიღაცის გადადგომას, მოკლებულია რეალობას - კუჭავა თამარ ჟვანიაზე

გამოქვეყნდა:

"საფუძველის არარსებობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ვიღაც ითხოვს ვიღაცის გადადგომას, მოკლებულია რეალობას" - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მისივე თანაპარტიელების მსგავსად, თამარ ჟვანის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც კუჭავა ამბობ, ბოლო არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვს არ იწვევს არც ადგილობრივ, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებში, შესაბამისად, ცესკოს ხელმძღვანელის შეცვლის მოთხოვნა, არარელევანტურია.

როგორც კახა კუჭავა ამბობს, საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული და ის სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა  ჩატარდეს:

ეს პროცესი დაიწყო თებერვალში და წარმოადგენს შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, რომ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე - ამბობს კახ კუჭავა

ცესკოს დაკომპლექტების წესი ის საკითხია რაზეც მმართველი გუნდი და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ვერ თანხმდება. პოზიციების შეჯერებას ისინი დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ორშაბათს კი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი