"დეილი მეილმა" დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა - სესიაშვილი

გამოქვეყნდა:

ეს ჩვენი ოპონენტების იმ მავნებლური სერიიდან არის, როცა ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელეს - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი "დეილი მეილის" სკანდალურ გამოძიებას.

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ "დეილი მეილმა" დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.

საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს პარტნიორული ურთიერთობა აქვს ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და ბრიტანელები აქტიურად გვეხმარებოდნენ როდესაც რუსეთმა განახორციელა კიბერ თავდასხმა საქართველოზე - ამბობს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

შეგახსენებთ, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერებმა სამედიცინო ჩანაწერები კიბერ თავდასხმის გზით, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრიდან მოიპარეს. დაჯგუფება კრემლთან და ირანთან არის დაკავშირებული და თავდასხმა საქართველოდან განხორციელდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი