საიდან მოდის მილიონები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ანგარიშებზე და როგორ ახერხებენ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები სულ რამდენიმე წლის განმავლობაში კოლოსალური ქონების დაგორვებას... და თან ეს ყველაფერი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 40% ღატაკია, სადაც პური ფუფუნებაა და ერთმა მოქალაქემ თვიდან თვემდე 178 ლარი უნდა იმყოფინოს.
სანამ ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა" ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენს ინსტინქტებსა და ინტუციას უნდა მივანდოთ.
ხელისუფლებაში ყოფნის მოკლე პერიოდში უზრუნველი პოლიტიკური პენსიის გარანტიები ზაქარია ქუცნაშვილმაც მიიღო. ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი, რამდნეიმე ბინა თბილისში, ვენახები და ხეხილის ბაღები კახეთსა და თიანეთში და რა თქმა უნდა მაღალანაზღაურებადი სამსახური სახელმწიფო კომპანიაში - მინიმალური საქმით და ფულის შოვნის მაქსიმალური შესაძლებლობებით.
ეს გავრილოვის მთავარი მასპინძლის ახდენილი ოცნებაა. ალბათ კიდევ მეტსაც მოასწრებდა, რომ არა 20 ივნისი.
ჟანა აკოფაშვილის რეპორტაჟი: "ქუცნაშვილის ახდენილი ოცნება"