
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი რამ უნდა გააცნობიეროს, რომ მარტო ვერასდროს ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, ფორმულა ადგილობრივ არჩევნებზე უნდა იყოს იმგვარი, რომ მთლიანად ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს. საბოლოო ჯამში, იმ 43%-ზე მეტს ბიძინა ივანიშვილს დაუდებს ერთად ოპოზიცია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინა არჩევნებში თბილისში აიღო 20% დანარჩენმა ოპოზიციამ 40%. ეს არის ის რეალობა, ის ციფრები, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ".
- ამბობს ენმ-დან წასული და პარლამენტში შესული სალომე სამადაშვილი "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი დებატები".