ირანული სანქცირებული ნავთობი ბათუმში | ღარიბაშვილის გარემოცვის საერთაშორისო კორუფციული სქემა

გამოქვეყნდა:

დიდი ხანია, დასავლეთში აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველოს ირანული ნავთობის კონტრაბანდისა და შავი ფულის გასათეთრებლად იყენებენ. ერთი წლის წინ ეს შეშფოთება თავიანთ წერილში ამერიკელმა სენატორებმაც დააფიქსირეს და ღიად თქვეს რომ ბათუმის პორტს არალეგალური ტრანზაქციებისთვის იყენებენ. სანქცირებული ირანული ნავთობით გემი ომანში დატვირთეს და ბათუმში წამოიღეს. რომ არა ამერიკის საგარეო დეპარტამენტის ჩარევა, ალბათ სქემა ბოლომდე მივიდოდა. 

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა სახელად "არინა" ომანის სანაპიროდან ღუზა 2021 წლის 16 იანვარს ასწია. ოფიციალური საბუთების მიხედვით, არაბეთის სასულთნოდან 56 ათას ტონაზე მეტი ნედლი ნავთობით დატვირთული ხომალდი ბათუმის მიმართულებით დაიძრა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში "არინა" თებერვლის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი უკან გააბრუნეს.

"შაბათის მთავარმა" მიზეზი გაარკვია. სანდო წყარო გვიყვება, რომ გემი მას შემდეგ გააბრუნეს, რაც საქმეში ამერიკის სპეცსამსახურები და საელჩო ჩაერთო. მიზეზი კი ის ტვირთი იყო, რომელიც ბათუმში ომანიდან წამოსულ გემს მოჰქონდა.

ვინ არიან ძმები ჩხენკელები, რომლებზეც ოპოზიცია საუბრობს - აკაკი, რომან და ლაშა ჩხენკელები პრემიერ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვაა. მას შემდეგ რაც უჩა მამაცაშვილსა და ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს პოზიციები შეერყიათ სცენაზე სწორედ ჩხენკელები გამოჩნდნენ. დღეს "ქართული ოცნების" შავი სალაროს გასაღები და ბიზნესების კონტროლი პრემიერმა ღარიბაშვილმა სწორედ მათ ჩააბარა. სწორედ ჩხენკელების კუთვნილ "ტერმინალ 1"-ში მიდიოდა სავარაუდოდ ირანული სანქცირებული საწვავით დატვირთული გემი ბათუმის პორტში.

მას შემდეგ, რაც ირანული ნავთობით დატვირთული გემი ბათუმში არ შეუშვეს, მან გეზი რუმინეთისკენ აიღო და თებერვლის შემდეგ იქ დგას. წყარო გვიყვება, რომ რუმინეთი შემთხვევით არ შეურჩევიათ. იქ არის "რომპეტროლის" გადამამუშავებელი ქარხანა. "რომპეტროლის" ახალი დირექტორი გიორგი აიოზბა, ასევე წყაროს ინფორმაციით, ძმებ ჩხენკელებთან დაახლოებულია. ფაქტია ისიც, რომ "რომპეტროლი" მისი პროდუქციის შემოსატანად ექსკლუზიურად ბათუმის პორტს იყენებს.

 

ეკა გაგუას რეპორტაჟი - "კონტრაბადული ნავთობი კლანისთვის"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი