
"მე ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც ისეთი მოხდა, გაუგონარი. მაგრამ რამაც ძალიან დამაფიქრა, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მისმა გასვლამ, რომ ამ კრიტიკულ მომენტში გადადგა ნაბიჯი, როდესაც, რეალურად, დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარებდა "ნაციონალური მოძრაობა". ამ მომენტში, როდესაც პრემიერმინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა. მადლობა ღმერთს, რომ გადადგა".
- ამბობს, "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე TV იმედის ეთერში.