ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

"შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის, "ქართული ოცნება" რჩება ერთგული ამ შეთანხმების. საუბარია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ [ცესკოს თავმჯდომარის] მოადგილე, ეს იქნება გარანტირებული. მოვალეობის შემსრულებელი ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, უნდა იყოს პროფესიული ნიშნით შერჩეული. ეს კრიტერიუმები ისევ ძალაშია. ვფიქრობთ, დავტოვებთ ისევ ძალაში და არ იქნება ამასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები. დანარჩენ საკითხებს გადავიტანთ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში".

- თქვა "ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა დასრულების შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი