Friends ბრუნდება - სპეციალური ეპიზოდის პრემიერა 27 მაისს შედგება

გამოქვეყნდა:

17-წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკული სიტკომი Friends ბრუნდება - სატელევიზიო შოუს სპეციალური ეპიზოდის გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ცნობილი ხდება, რომ ახალი ეპიზოდის, სახელწოდებით The One Where They Get Back Together პრემიერა 27 მაისის შედგება. 

შოუს გაგრძელებას WarnerMedia-ს ახალ სტრიმინგ სერვისზე, HBO max-ზე ვიხილავთ. 

ჯერჯერობით გარკვეული არ არის, რა სახით გაგრძელდება მეგობრების ახალი ისტორია, იქნება ეს ფილმი თუ სერიალი, თუმცა, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ მომავალ ეპიზოდში მონაწილეობას ისევ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეთ ლებლანკი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი მიიღებენ.

მოწვეულ სტუმრებად კი მაყურებელი დევიდ ბეკჰემს, ლედი გაგას, სინდი კროუფორდს, ჯასტინ ბიბერს, რიზ უიზერსპუნსა და სხვა ვარსკვლავებს იხილავს.

სპეციალური ეპიზოდის შესახებ როს გელერის როლის შემსრულებელმა დევიდ შვიმერმაც ისაუბრა და გადაღებების დაწყება დააანონსა. 

ამერიკული სატელევიზიო შოუ პირველად ეკრანებზე 1994 წლის 22 სექტემბერს გამოჩნდა და 2004 წლამდე მაყურებელმა მისი 236 ეპიზოდი იხილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი