"ჰამასი" ისრაელის მიმართულებით ისვრის - "რკინის გუმბათმა" რამდენიმე რაკეტის გაუვნებელყოფა ვერ შეძლო

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, "ჰამასმა" ისრაელის ცენტრალური ნაწილისკენ ისევ სარაკეტო შეტევა დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თელ-ავივში ახლაც სირენების ხმა ისმის და მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ცნობილი ხდება, რომ ისრაელში მუშაობს "რკინის გუმბათი", თუმცა რამდენიმე რაკეტის გაუვნებელყოფა ვერ მოხერხდა და ისინი სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდა. 

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი