დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში მიემგზავრება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევში გაემგზავრება. ცნობილია, რომ ის უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებსა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

"ქ. კიევში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის - მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი