როგორია ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა და როგორ ემზადებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაში ხედავენ გამოსავალს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ლიდერები და პარლამენტს გარეთ მყოფი პირები, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ "ქართული ოცნების" დასამარცხებლად და არის თუ არა წარმატების შანსები საერთო ოპოზიციურ კოორდინაციაში.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის საერთო სტრატეგია უმნიშვნელოვანესია.
თვითმმართველობის არჩევნები ძალიან განსხვავებულია სხვა არჩევნებისგან, იგივე საპარლამენტო არჩევნებისგან და შესაბამისად, აქ ოპოზიციის საერთო სტრატეგია არის უმნიშვნელოვანესი. მე იმედი მაქვს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, იმიტომ რომ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ 43%-იანი ბარიერი არ არის ის თემა, რომელიც შესაძლებელია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დაძლიონ და ბუნებრივია, აქ მნიშვნელობა ექნება ჩვენს ერთიან სტრატეგიას. და არამხოლოდ აქ საუბარია მერობის კანდიდატებზეც ხო. აბსოლუტურად ყველა კანდიდატზე, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მათ შორის გამგებლობის კანდიდატებზე.. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ის მთავარი ფიგურა, რომელსაც ირჩევს, - ამბობს უდუმაშვილი.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით კი, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მოსახლეობასთან საუბარი ძალიან მალე დაიწყოს. ოპოზიციის კოორდინაციასთან დაკავშრებით კი ამბობს, რომ "ახლა მნიშვნელოვანია მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე არჩევნებთან დაკავშირებით".
ოპოზიციონერი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული 43%-იანი ბარიერის გამო, ოპოზიციის კოორდინაცია მნიშვნელოვანია.
იხილეთ ასევე: