უკრაინაში ე.წ. კანონიერ ქურდებს სანქციები დაუწესეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში კრიმინალური სამყაროს წევრებს სანქციები დაუწესეს. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქცირებულთა სიაში 557 ე.წ. კანონიერი ქურდი მოხვდა. სანქცირებულ პირებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა, მოქალაქეობის ან ბინადრობის მოთხოვნა ეკრძალებათ.

მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე კრიმინალური საქმიანობის გამო დააკავებენ და უკრაინის მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლება არ ექნებათ ქვეყნიდან გააძევებენ.

ცნობილია, რომ უკრაინაში ამ დროისთვის "კანონიერი ქურდის" სტატუსის მქონე 17 პირი იმყოფება, რომელთა წინააღმდეგ ძებნაა გამოცხადებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი