კახა კუჭავა ლევან იოსელიანთან ერთად ბრიუსელში მიდის, სადაც ევროპარლამენტარებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით, 16-20 მაისს ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტსა და ბელგიის პარლამენტის წევრებს შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი