რაჭა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - ჰესს ივანიშვილის ძველი მეგობარი აშენებს

გამოქვეყნდა:

რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას - ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს "ფერს" გადაეცა, რომლის მფლობელიც, ივანიშვილის გარემოცვიდანაა, რუსეთიდან. 

ქართული წარმომავლობის რუსი მილიარდერი, მევლუდ ბლიაძე, რუსეთში გზებსა და ხიდებს აშენებს, ბიძინა ივანიშვილის ძველი მეგობარია და საქართველოში ჰესების აშენებითაა დაინტერესებული.

მდინარე რიონი, რომელიც რაჭის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნიდა, მალე მილებში მოექცევა და კალაპოტიდან მთების სიღრმეში გადაინაცვლებს. პროექტის განხორციელებისას მინიმუმ ოთხი ათასზე მეტი ძირი ხე გაიჩეხება.

ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით  სარჩელი უკვე მოამზადეს "მწვანე ალტერნატივამ" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და სასამართლოსაც მიმართეს.

თუმცა, სანამ ქართული სასამართლო ჰესების საკითხზე იმსჯელებს, ლიცენზიები უკვე გაცემულია - ნამახვანზეც და ონის კასკადზეც. იქ მოსახლეობა ყაზარმულ რეჟიმშია გადასული და ყოველდღიურად საკუთარ მიწაზე, მძიმე ტექნიკის გამოჩენას ელის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი