7 მილიონამდე ლარი კახა კალაძესთან დაახლოებულ კომპანიას. ამ თანხას გრინ სერვის პლუსი მხოლოდ ორი პროექტის შესრულებისთვის მიიღებს. დოკუმენტების თანახმად, ბოლო ორ ტენდერში კომპანია გრინ სერვის +-მა გაიმარჯვა. ცნობილია ისიც, რომ კომპანიის ხელმძღვანეელი, ლაშა ფურცხვანიძე თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია.
თავად ფურცხვანიძე კალაძესთან მეგობრობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ტენდერებში მხოლოდ იმიტომ იმარჯვებს, რომ მისი კომპანია სამუშაოებს მაღალი ხარისხით ასრულებს.
კომპანია გრინ სერვის პლუსი, სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის 1 წლის დაგვიანებით შეასრულა.