ჩაცხრილვა 90-იანი წლების სტილში | იყო თუ არა შემთხვევის ადგილას "კაწრო"

გამოქვეყნდა:

ჩაცხრილვა 90-იანი წლების სტილში - თბილისში, დღისით, ხალხმრავალ ადგილზე ავტომობილში მსხდომ ადამიანებს მეორე ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი. თვითმხილველები ბევრს არაფერს ყვებიან - დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ 3 პირს მეორე ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩის კვეთაზე ხალხმრავალ ადგილას შუადღისას მოხდა, თუმცა საგამოძიებო უწყების წარმომაადგენლები ადგილზე დაგვიენებით მივიდნენ. 

მომხდარს ადასტურებენ თვითმხილველები და ამბობენ, რომ სროლა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ინციდენტში მონაწილე პირთა ვინაობა უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწროა". რომელიც სავარაუდოდ ტერიტორიაზე სროლების შემდეგ გამოჩნდა და სწორედ  მისი მეშვეობით გადამალეს ავტომანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი