წმინდა მიწის თავზე ბოლო დღეებში უკვე ათასობით რაკეტამ გაიფრინა, მაგრამ სისხლიანი კონფლიქტი ჯერაც არ განელებულა და ამ წუთებშიც გრძელდება. მსხვერპლი ორივე მხარესაა, თუმცა უმრავლესობა ღაზას სექტორში - ე.წ. რკინის გუმბათის სისტემა ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების ძირითად ნაწილს ჰაერშივე ანადგურებს, თუმცა არა ყველას.
ჰამასს კი არც მსგავსი თავდაცვის სისტემა აქვს და ვერც საკუთარი რაკეტების მარშრუტს აკონტროლებს ბოლომდე - დაღუპულ პალესტინელებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც თავად პალესტინელების მიერ გასროლილ, მაგრამ ღაზას სექტორშივე ჩამოვარდნილ რაკეტებს ემსხვერპლა. ბოლო წლების განმავლობაში ჰამასმა პირველად გაბედა რაკეტების გაშვება იერუსალიმის მიმართულებით - სწორედ ამ წითელი ხაზის გადაკვეთამ განაპირობა ისრაელის ასეთი მძაფრი რეაქცია. ქვეყნის პრემიერმინისტრი პალესტინელ ტერორისტებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი - "ცეცხლი წმინდა მიწაზე"