შევა თუ არა ენმ პარლამენტში | ნიკა მელია გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

შესვლა-არშესვლა "ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა საკითხავი ეს არის - პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა: ლიდერების ნაწილი თვლის, რომ ბოიკოტმა თავისი როლი ითამაშა და მაშინ ეს სწორი იყო, მაგრამ სწორედ ამ ბოიკოტით გამოწვეული მოვლენების ჯაჭვისა და დასავლეთის უპრეცენდენტო ჩართულობის გათვალისწინებით, უკვე დადგა პარლამენტში შესვლის დრო. 

ლიდერების მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბრძოლა ისევ ქუჩიდან უნდა გაგრძელდეს. 

ახლადგათავისუფლებული ნიკა მელია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნეიტრალური პოზიციის დაჭერას ცდილობს, უსმენს ორივე მხარის არგუმენტებს, აპირებს რეგიონებშიც მოუსმინოს თანაპარტიელებს და შემდეგ გამოიტანოს საბოლოო დასკვნა. 

დღეს დილით მელია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გასამართად. 

ჩვენთან ინტერვიუში ნიკა მელია, ფაქტობრივად, ღიად ამბობს, რომ ის პირადად ამ ეტაპზე უკვე პარლამენტში შესვლის მომხრეა.

მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიის წევრთა უმრავლესობამ რა პოზიციაც არ უნდა დააფიქსიროს, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ლიდერების მთავარი ბირთვის მისაღები იქნება - და, შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება სულაც არ დაემთხვეს პარტიის უმრავლესობის აზრს. 

ამისთვის არსებობენ ლიდერები - მათ უნდა წაიყვანონ თავიანთი გუნდი სწორი მიმართულებით; მათ უნდა გაბედონ ზოგჯერ ისეთი ნაბიჯების გადადგმაც კი, რომლებსაც, შესაძლოა, გუნდის უდიდესი ნაწილი არ ეთანხმებოდეს.

 

ანა ასათიანის რეპორტაჟი: "შესვლა? არშესვლა?"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი