
საქართველოში, ათი მაისის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროებშია განლაგებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან, ჯამში 30 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა.
Რა პრინციპით შეირჩა ესა თუ ის სასტუმრო, სადაც დღეს საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი და არის თუ არა ბიუჯეტიდან გახარჯული 30 მილიონი შედეგის რელევანტური - ამის გაგებას "მთავარი არხი" სხვადასხვა გზებით შეეცადა. "პოსტ ფაქტუმი" დაინტერესდა, ვინ არიან იმ სასტუმროს მფლობელები, ვინც სახელმწიფოს კონკრეტულ ფასად გაურიგდნენ და მათ კუთვნილ ქონებაში საკარანტინო სივრცეები განათავსეს.
კითხვებზე პასუხების მისაღებად "მთავარი არხი" სხვადასხვა რეგიონში ჩავიდა და სასტუმროების წარმომადგენლებსაც ესაუბრა. როგორც გაირკვა, სასტუმროების უმეტესობა "ქართული ოცნების" ან შემომწირველია, ან მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების მეგობარი.
როგორც აღმოჩნდა, საკარანტინო სივრცეების ირგვლივ ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ამ ფონზე კი, ოფიციალური უწყებები "მთავარ არხთან" დუმილს აგრძელებენ და კითხვებზე პასუხს არ გვცემენ.