გიორგი ვაშაძე კიევში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კიევში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო ვაშაძემ Facebook-ის პირად გვერდზე ატვირთა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავადვე დაწერა, რომ ფოტო კიევშია გადაღებული, თბილისში კი ხვალ დაბრუნდება. "მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით კი გიორგი ვაშაძე კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოროშენკოს საარჩევნო შტაბში მუშაობდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი