ასეთი რამ 4-წლიანი მერობის პერიოდში პირველად ვნახე - დმანისის მერი დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის მტკიცებით, გუშინ ადგილობრივ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირება ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. მისი თქმით, ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა და არც მომავალში მოხდება.

"ესეთ რაღაც მე მაგალითად 4-წლიანი მერობის პერიოდში პირველად ვნახე. ესეთი რამე არ ყოფილა არასდროს და არც იქნება სამომავლოდ დარწმუნებული ვარ. ეს ეთნიკურ ჭრილში ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ დმანისში ეგეთი რაღაცეები არ ხდება, არც მოხდება არასდროს. შეიძლება რაღაც გაუგებრობა მოუვიდათ ერთმანეთში ან ნასვამი ხალხი იყო ან რაღაც მასეთი, დმანისში ძალიან მეგობრულად ცხოვრობს ყველა ადამიანი", - თქვა დმანისის მერმა. 

მერმა იმედი გამოთქვა, რომ საგამოძიებო უწყებები საგამოძიებო უწყებები სრულად გამოიძიებენ მომხდარს. 

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.

დმანისის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირებს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ, პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი