ბიჭი დააბეს, ამ გოგოსაც წამება დაუწყეს ალბათ, როგორც ჩანს შემოაკვდათ - საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები 

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი "მთავარ არხთან" იქ მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, შემოაკვდათ.

როგორც ხათუნა ბუნტური ყვება, საქმეზე დაკავებულმა ინციდენტის დროს ნიღაბი მოიხსნა და ადგილზე ნაკვალევი დატოვა, მისი თქმით, სამართალდამცველებმა ის ქმრის ჩვენების ნიადაგზე დააკავეს.

"ეს ბიჭი ძალიან სასტიკად დააბეს. ამ გოგოსაც წამება დაუწყეს ალბათ, ფული რომ გამოეძალათ. როგორც ჩანს, ეს გოგო შემოაკვდათ მაშინვე. ეს გოგოც ისეთ მდგომარეობაში ნახეს, რომ ძალიან ნაწამები იყო, ჩვილი საწოლიდან გადმოსულა მთელი ღამე დედასთან ყოფილა.

აღშფოთება გამოიწვია, მთელი საბერძნეთის ტელევიზია გადმოსცემს და მე მგონი, 300 ათასი ევრო გამოაცხადეს, ვინც იპოვიდა. ვერსია იყო, რომ იყო ერთი ქართველი, მაგაში მე დარწმუნებული არ ვარ, იძახიან, მაგრამ დადასტურებული არ არის რომ ქართველი არის.

ამ ბიჭს ბევრი ნაკვალევი დაუტოვებია, რაღაც მომენტში ნიღაბი მოიხსნა და უცხო ენაზე დაილაპარაკა.

პილოტის მონაყოლის მიხედვით, შეიქმნა ფოტორობოტი და ამოიცნეს პიროვნება, რომელიც მონაწილებს ძალიან ბევრ ძარცვაში და ყაჩაღობაში,"-ამბობს ხათუნა ბუნტური.

საბერძნეთში მოკლული ახალგაზრდა ქალის ქმარი ამბობს, რომ პოლიცია საქმეზე გამოძიებას აწარმოებს და მიმდინარეობს დამნაშავეების დაკავება.

"წარმოუდგენელია რაც მოხდა, არავის ვუსურვებ მსგავსს. ვევედრებოდით და ვეხვეწებოდით, რომ არაფერი დაეშავებინათ და ისიც ვუთხარით, ფული სად ინახებოდა. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და დამნაშავეებს დააკავებს",-თქვა გარდაცვლილის ქმარმა.

საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 36 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მან 20 წლის ქალი გაგუდა და ქვეყნის დატოვება ყალბი პასპორტით სცადა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი