
ზუგდიდის უკვე გადამდგარი მერი, გეგა შენგელია ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს, თუმცა, მომავალში არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
"შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან და ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლა, არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ჩემ ადამიანურ პრინციპზე დაყრდნობით. არ გამოვრციხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა", - თქვა გეგა შენგელიამ.
მისივე თქმით, თუ მომავალშიც იქნება ისეთი საჭიროება, როგორიც 2018 წელს იყო, მზადაა პარტიებთან ითანამშრომლოს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობდა დღეს, 17 მაისს დატოვა, მან ამის შესახებ Facebook პოსტი გამოაქვეყნა.