
პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, ადეკვატური და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ძალადობრივ დაპირისპირებაზე.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, "თითქოს ადგილზე არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება" ახალისებს დაპირისპირებასა და ძალადობას.
"პოლიტიკური მოძრაობა “დროა” ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, აღკვეთოს და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს დმანისში ორი დღის მანძილზე მიმდინარე ძალადობრივ დაპირისპირებაზე. სწრაფად გამოიძიოს 16 მაისის საღამოდან განვითარებული პროცესები, რათა თავიდან ავირიდოთ დაპირისპირების გამწვავება და არასწორი ინტერპრეტაცია.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ადგილზე არაფერი მნიშვნელოვანი და საგანგაშო არ ხდება, კიდევ უფრო ახალისებს დაპირისპირებასა და ძალადობას, რაც ყოვლად დაუშვებელია",-ნათქვამია განცხადებაში.
დმანისში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ შს მინისტრი და სუს-ის უფროსი.