საქართველოში უკრაინის პრემიერმინისტრი ჩამოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიჰალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუმცა ვიზიტის თარიღი დაკონკრეტებული არ არის.

მათვე ცნობით, მხარეები მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ევროინტეგრაციის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკური და სექტორულ დაახლოებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს  სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურების და გაღრმავების შესაძლებლობები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი