
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყების წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა, იმედოვნებს, რომ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ.
მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ პროცესები განვიხილო, რადგან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარტიებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მჯერა, რომ შეხვედრები დღესაც გაგრძელდება. ვიმედოვნებ, გადაწყვეტიელბის მხარეები კომპრომისზე წავლენ და ყველასთვის მისაღები იქნება. რადგან ეს 19 აპრილის შეთანხმების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, - თქვა კარლ ჰარცელმა.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი, უკვე რამდენიმე დღეა რაც შეხვედრებს მართავსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს.