კორონავირუსის მესამე ტალღის პიკში მყოფ ქვეყანაში იმუნაზიის პროცესი ისევ ნელი ტემპით მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა კვლავ ვაქცინაა, რომელიც საქართველოს არ აქვს და გაურკვეველია ზუსტი თარიღი, როდის იქნებიან მოქალაქეები უზრუნველყოფილი საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატით.
ხელისუფლება გამოსავალს ეძებს და მთავრობის პირველი პირების აზრით, გამოსავალი სწორედ ჩინურ არარეგისტრირებულ პრეპარატშია. თვის ბოლოდან მსურველებს "სინოვაკით" მოუწევთ აცრა, იმის მიუხედავად რომ კანონის თანახმად ქვეყანას სინოვაკის ვაქცინის გამოყენება ეკრძალება.
უვაქცინოდ დარჩენილი მოქალაქეების პროტესტის დროებით შესაჩერებლად ხელისუფლებამ კომენდანტის მოქმედების ვადა ორი საათით შეამცირა. თუმცა ისევ ვერ დაასახელა თარიღი, როდის შეძლებენ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას.
ხელისუფლება კი ისევ მოქალაქეებს სთხოვს, ვაქცინის შემოტანამდე რეგულაციები მკაცრად დაიცვან. საკოორდინაციო საბჭოს წევრები აღიარებენ, რომ მოსახლეობის მინიმალური რაოდენობაა აცრილი. სწორედ ამიტომ, შეღავათები არც ვაქცინირებულ პირებს დაუწესდებათ. მოიხსნება თუ არა დარჩენილი შეზღუდვები მხოლოდ ვირუსის გავრცელების ბუნებრივ შეჩერებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლების ერთადერთ იმედს სინოვაკის ვაქცინა წარმოადგენს, რომელსაც ავტორიზაცია ამ დრომდე არ გაუვლია.
იხილეთ ასევე: