ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ფიქრობენ, რომ ჩინურ ვაქცინა "სინოვაკზე" ასაცრელად რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყოს, უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი კი მომდვენო კვირიდან.
ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს მის მანამდე გამოყენებას სანამ WHO-ს საბოლოო დასკვნა დაიდება.
"ჩვენ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია "სინოვაკზე" და უკვე მომდევნო კვირიდან "სინოვაკის" მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაშია "სინოვაკი" ავტორიზებული და ათობით მილიონი ადამიანი აცრილი, მათ შორის აზერბაიჯანში და თურქეთში", - თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, შუალედური კვლევის შედეგები "სინოვაკისთვის" ძალიან კარგია.
შეგახსენებთ, რომ "სინოვაკის" 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო.