
"შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდ ამის მზაობა აქვს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
"მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად გავიარეთ იყო ის გეგმა, რაც“ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების რაიონებში. იცით, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, შესაბამისი წესების დადგნენ არის შიდა სამზარეულო, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია" - ამბობს მდინარაძე.
კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას კახა კალაძე, რომელსაც მმართველი გუნდი სავარაუდოდ მერობის კანდიდატად წარადგენს, მდინარაძე ამბობს, რომ მან სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა, დღის განმავლობაში საარჩევნო თემებზე მუშაობდა.
„კახი კალაძე პარტიის ოფისში ორჯერ ვნახეთ, აქ კონსპირაცია არ გამოვა. საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ის არამხოლოდ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანია, ამ ეგიდით 2 სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა, ასევე ემზადება, ხვალ, თუ ზეგ პრეზენტაცია აქვთ დაგეგმილი. დღეს საღამოს ვერ მოახერხა დასწრება, აქედან ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც გაინტერესებთ ხოლმე.. კახი არის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსეული ლიდერი, ასევე თბილისის საუკეთესო მერი, - ამბობს მდინარაძე.