ჩემს ვიცეპრემიერად დასამტკიცებლად, პარლამენტში საკმარისზე მეტი ხმა იყო - სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ჩემს ვიცეპრემიერად დასამტკიცებლად, პარლამენტში საკმარისზე მეტი ხმა იყო - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ "ღამის მთავარში" ისაუბრა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გარდა ვლადიმირ ზელენსკის ფრაქციისა, მას მხარს კიდევ სამი ფრაქცია უჭერდა, თუმცა, პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ უხერხულობას არ შექმნიდნენ და ის ქვეყნის მთავარი რეფორმატორი გახდებოდა. 

თვითონ "სლუგა ნაროდა"-ში გროვდებოდა ხმების 2/3, უბრალოდ, როცა ვისაუბრე პრეზიდენტთან, არ გვინდოდა უხერხულობის შექმნა იმ კუთხით, რომ ვიღაც სხვამ გამიყვანა და არა ბოლომდე პრეზიდენტის ფრაქციამ. საბოლოო ჯამში, უკრაინას ჰყავს პრეზიდენტი, რომლის გასატარებელიცაა რეფორმები და არა ვიღაცის ჯადოსნური ჯოხის, ვინმე ექსპერტის თუ პოლიტიკოსის. ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და ვიმუშავებ იქ, სადაც მოვუმზადებ სარეფორმო პაკეტს, - ამბობს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ შვიდ მაისს დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი