პეკინის გამზირზე, იმ საერთო საცხოვრებლიდან სადაც დღეს დილით ხანძარი გაჩნდა ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ის შიშის გამო შენობიდან გამოღწევას ცდილობდა, რა დროსაც მე-5 სართულის ფანჯრიდან ძირს ჩამოსასვლელად გაზის მილს გამოჰყვა.
მეზობლები ამბობენ, რომ გოგოს ფეხი დაუცურდა და ჩავარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ პეკინზე საერო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა და მე-7 სართულის ჩათვლით გავრცელდა. გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. მავე თემაზე: