მე ვარ მოთამაშე მწვრთნელი, მთავარი თავმდამსხმელი ზელენსკია - სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა - ამის შესახებ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა "ღამის მთავარში" ისაუბრა, მასთან კონსულტაციების მიღების მიზნით, სახლსა და უკვე სამსახურშიც პარლამენტის წევრები ხშირად დადიან.

მე ვარ მოთამაშე მწვრთნელი, დაცვის პოზიციაში და იქიდან გავამხნევებ და რაღაც წვლილს შევიტან ამ გუნდში. მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის გამოვიყენო. ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია უკრაინა იყოს ძლიერი. თუ უკრაინა იქნება ძლიერი საქართველოც იქნება წარმატებული, მას ეყოლება ძალიან მყარი დასაყრდენი უკრაინის სახით, - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ შვიდ მაისს დაინიშნა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი