ოპონენტებს სურდათ, სიტუაცია უფრო დაძაბულიყო - თალაკვაძე დმანისზე

გამოქვეყნდა:

გარკვეულ ნაწილს ჩვენი ოპონენტების სურდა, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო - აცხადებს პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დმანისის დაპირისპირებაზე საუბრისას:

ინციდენტი არის ამოწურული, გარკვეულ ნაწილს ჩვენი ოპონენტების სურდა, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულიყო, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად რომ რაღაც დაძაბულობა მოხდება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რამე ნაბიჯებს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა  შევეჯიბროთ საქმის კეთებაში, მომავალზე ორიენტირებული გეგმები წარვუდგინოთ საზოგადოებას, ის ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს დარჩა პოლიტიკურ აფსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან წარსულზე", - ამბობს თალაკვაძე.

დმანისში, ორდღიანი მწვავე დაპირისპირება გუშინ, შერიგებით დასრულდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი