
კახი კალაძე არის საუკეთესო მერი. რაც შეეხება მის კანდიდატობას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული - აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვაზე, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე.
ქართული ოცნება არ მალავს, რომ ამ თანამდებობაზე ისევ მოქმედი მერის ხილვა სურს, თუმცა თავად კალაძე ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, რომელმაც გუშინ კალაძის გარეშე ჩაიარა, როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, მიზეზი ტექნიკური იყო:
მას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, თუ აქვს სურვილი განმარტავს, მაგრამ მიზეზი იყო მთლიანად ტექნიკური - ამბობს კობახიძე.