უკრაინელი მეზღვაურების საქმე - სასამართლო პროცესი და მხარდამჭერი აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

ბათუმში, უკრაინელი მეზღვაურების სასამართლო პროცესი დაიწყო, პარალელურად კი მათი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკრაინელი მეზღვაურების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"კატარღაზე, რომელიც გააჩერა ქართველმა სამართალდამცველებმა, ეძებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რეალობაში იქ არ იმყოფებოდა და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სიზმარი. საქართველოს საზღვარს რომ გადაუფრინოს საქართველოში არჩამოსულმა სტუმარმა და დააკავონ, იგივეა ტერიტორიულ წყლებში უკრაინელი თანამოძმეების დაკავება. რუსეთის მოქალაქეები რომ იყვნენ აღნიშნულ მდგომარეობაში, დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი სასამართლო პროცესი საქართველოში არ გაიმართებოდა. განაცხადა აქციის მონაწილემ ბონდო თეთრაძემ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სასამართლოსთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს.

​"უკვე 6 თვეა პატიმრობაში იმყოფებიან ეს ადამიანები, ისინი რეალურად იმყოფებიან ტყვეობაში და ამ ადამიანებთან მიმართებაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ქართულ ხელისუფლებას აქვს ფობია, მიხეილ სააკაშვილი ხომ არ შემოჰყავდათ საქართველოში. როდესაც ეს არ დადასტურდა გადაწყვიტეს, რომ შურისმაძიებლური, ვენდეტური გადაწყვეტილება მიეღოთ, ეს ხალხი გამოამწყვდიეს საპატიმროში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. დღევანდელ პროცესზე ვაპირებთ სასამართლოს მიმართ უნდობლობის გამოცხადებას",- ამბობს ბასილაია.

შეგახსენებთ, უკრაინელი მეზღვაურები 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს. კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი