
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას "ქართული ოცნების" დასამარცხებლად საერთო სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
ხაბეიშვილის თქმით, ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია, ნიკა მელიაა და ამის მაგალითი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.
"მერის არჩევნები გასაგებია არის და სხვა დიდ ქალაქებშიც იქნება, თუმცა ჩვენ თუ საერთო სტრატეგია არ გვექნება, როგორ დავამარცხოთ ქართული ოცნება და როგორ არ აიღონ მათ 43%, ანუ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე, უკან დაგვრჩება ყველა მერიც და ქვეყანაც.
მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ საერთო გეგმაზე, ვინც, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დამარცხებას ცდილობს. არიან პარტიები და ოპოზიცია ჰქვიათ, თუმცა უმრავლესობაში არ არიან, მაგრამ რიტორიკა ერთი აქვთ, მათ და ქართულ ოცნებას.
ვინც რეალურ ოპოზიციაშია, ვფიქრობ, გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი განსხვავება.
თუ ვინმეს შეუძლია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ეს არის ნიკა მელია, რომელმაც გლდანში ეს ყველაფერი აჩვენა.
ნიკა იყო ადამიანი, რომელმაც მიუხედავად ზეწოლებისა, იარაღის ტრიალისა, გადაწერილი ოქმებისა, მოუგო ქართულ ოცნებას",-თქვა ხაბეიშვილმა.