მიმდინარეობს გამოძიება... დაკავებული არავინაა, არცერთი პირი - შს მინისტრის მოადგილე დმანისზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

დარახველიძის თქმით, გამოძიება გრძელდება.

შსს-მ გუშინაც განმარტა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც პირველ, ასევე გუშინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და ასევე საპროცესო მოქმედებები. დაკავებული არავინაა, არცერთი პირი. გუშინ რამდენიმე პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე, თუმცა არ დაუკავებიათ. ისინი დაკითხვის შემდეგ გათავისუფლდნენ,-თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 მაისს, თქვა, რომ სამართალდამცველებმა ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი