კობახიძის ინფორმაციით, დმანისის დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს - შსს არ ადასტურებს 

გამოქვეყნდა:

დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა, დმანისის დაპირისპირებაში მონაწილე პირები? - მმართველი პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ინციდენტის რამდენიმე ფიგურანტი უკვე დაკავებულია.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას არ ადასტურებენ შსს-ში და ამბობენ, რომ ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

რამდენადაც ვიცი უკვე გუშინ იქნა რამდენიმე ადამიანი დაკავებული, ეს არის ჩემი ინფორაცია, თუმცა შეგიძლიათ გადაამოწმოთ - ამბობს კობახიძე.

ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ დმანისში ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა ქალაქს ამ დრომდე აკონტროლებენ სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები დმანისში დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ვითარების განმუხტვაში. მესამე სექტორის შეფასებით, სახელმწიფომ და შსს-მ რეაგირება დააგვიანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი