პირველი კადრები პეკინის 41 ნომერიდან, რომელიც დღეს დილით ცეცხლის ალში იყო გახვეული. ხანძრის შედეგად მთლიანად განაგდურებულია მეხუთე სართული, დაზიანებულია მიმდებარე ბინებიც, რის გამოც მოსახლოება ღია ცის ქვეშ დარჩა.
"მთავარი არხის" ექსკლუზიურ კადრებში კარგად ჩანს ხანძრისგან მთლიანად დამწვარი სახლი, სადაც აღარაფერი გადარჩა. თუმცა, ბინის მეპატრონეები ჩამონგრეულ და დამწვარ კორპუსში უკანასკნელი ნივთების გადარჩენას მაინც ცდილობენ.
სწორედ პეკინის 41 ნომერში გაჩენილი ცეცხლისგან თავის დაღწევას ცდილობდა დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც მე-5 სართულიდან გადავარდა და კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: