ცესკო-ს თავმჯდომარე, მოადგილეები და საარჩევნო ტექნოლოგიები - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრებმა, შეხვედრა ხელისუფლებასთან კიდევ ერთხელ გამართეს.

როგორც მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, შეთანხმება ყველა მთავარ საკითხზე მიღწეულია. შეხვედრას უცხოელი ექსპერტბიც ესწრებიან.

შეხვედრაზე განიხილავენ საარჩევნო პროცესში, ტექნოლოგიები გამოყენების საკითხებს, რაზეც "სტრატეგია აღმაშენებელს" საკუთარი ინიციატივები აქვს.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნის შემდეგ, დავის საგანი ამჯერად ადმინისტრაციის თავმჯდომარის არჩევა იყო, საიდანაც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

კვირის ბოლომდე მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და უმრავლესობა კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავენ, ამის შემდეგ კი საარჩევნო რეფორმაზე შეჯერებულ დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.

პარალელურად, დღეს პარლამენტში პირველად შეიკრიბა, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია, სადაც მხოლოდ ქართული ოცნების და ევროპელი სოციალისტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი