"ძაან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას შესახებ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
ძაან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ხანმოკლე, ძაან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. იმიტომ რომ, დასვენების დრო... მე მის ადგილას დავისვენებდი ციხის მერე. რასაც ვუყურებ, იმხელა ენერგია აქვს და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის გამარჯვების საწინდარი. ძაან დიდი გეგმები არის და დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ცემი აზრით, ეს მართლა უნიკალური კომბინაციაა, ასე რომ ძაან ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, შეუვალობით და პრინციპულობით, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
თავად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით კი, იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილს კიევის ნაცვლად უკვე თბილისში შეხვდება.