ელისო ბოლქვაძე დმანისის ინციდენტზე საუბრისას "ორ სახელმწიფოს" ახსენებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი ელისო ბოლქვაძე დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ადგილობრივ ეკომიგრანტთა თემს შორის კონფლიქტზე საუბრისას "ორი სახელმწიფოს" ახსენებს და ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ "ორ სახელმწიფოს შორის [კონფლიქტი] მეგობრულ ატმოსფეროში გადაწყდება". ამის შესახებ მან 17 მაისს, "აჭარის ტელევიზიის" ეთერში ისაუბრა.

"საქართველოსთვის ყველა თავისი მოქალაქე არის ძალიან ძვირფასი. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი იქნება დარეგულირებული, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სამართლიანად გადაწყვეტილი კონფლიქტი. გამოიძიებენ იმ ადამიანებს, ვინც ამ კონფლიქტს ან აღვივებდა, ან დაიგეგმა წინასწარ, ან არ დაიგეგმა წინასწარ და ამას ყველაფერს აუცილებლად მიხედავს სახელმწიფო და გადაწყდება ყველაზე საუკეთესო, მეგობრულ ატმოსფეროში, დარწმუნებული ვარ, ორ სახელმწიფოს შორის", - თქვა ბოლქვაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი