Sinopharm-ით 22-28 დღის ინტერვალით აცრისთვის რეგისტრაცია 20 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირება.

აცრის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას მოქალაქე სურვილისამებრ ირჩევს. ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვით ვებ-გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე "სინოფარმის" პირველი დოზით აცრილ მოქალაქეებს აღნიშნული ვაქცინის მეორე დოზით აცრაზე რეგისტრაცია მხოლოდ პირველი ინექციიდან 21-ე დღეს შეეძლოთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი